ჩხაკოურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშები ტარდება
19-11-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო წელს შემეცნებით-ინტელექტუალური თამაშების ციკლი - რა? სად? როდის? ეტაპობრივად ტარდება.
პროექტის ხელმძღვანელის ნათელა ირემაძის ძალისხმევით აღნიშნულ შემეცნებით-ინტელექტუალური თამაშებში ჩართული არიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და ინტერესით ეკიდებიან შეჯიბრს.