წყალტუბოს N1 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის შესახებ კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი გამოუშვეს
19-11-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7ა კლასის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის შესახებ კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი გამოუშვეს.
აღნიშნული აქტივობა დიდი პოეტის დაბადების დღეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა კედლის გაზეთი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დოდო ხაჩიძის ხელმძღვანელობით გამოუშვეს.
მათ ასევე გაკალტიონის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ ისაუბრეს.
„გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს მიეძღვნა კლასის საათი მე-7ა კლასში. მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი, გაიხსნეს საინტერესო ბიოგრაფიული ფაქტები გალაკტიონ ტაბიძის შესახებ, წაიკითხეს მისი ლექსები და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი გენიალურ პოეტს, რომელიც თავისი შემოქმედებით უკვდავების ბინადარი გახდა. გალაკტიონის სახელის წარმოთქმა უკვე საკმარისია, რომ ყველა ქართველის გონებაში პოეზიის მეფე, გალაკტიონ ტაბიძე ამოტივტივდეს. გალაკტიონმა იცოდა, რომ ერთადერთი იყო: „როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი“. მის დროს ბევრი იყო აღიარებული მწერალი, გამოჩენილი, ნიჭიერი, მაგრამ გალაკტიონი ერთი იყო, იშვიათი, შეუდარებელი და ბრწყინვალე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს