თბილისის N149 საჯარო სკოლაში საბავშო მწერალს უმასპინძლეს
19-11-2021
თბილისის N149 საჯარო სკოლაში მწერალ მაია გელაშვილს უმასპინძლეს. 

მწერალი მოსწავლეებს შეხვედრაზე საკუთარი წიგნის „შუქიფეს“ შესახებ ესაუბრა. 

მოსწავლეებმა მაია გელაშვილს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.

„17 ნოემბერს ჩვენს სკოლას საბავშვო მწერალი მაია გელაშვილი ესტუმრა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრაზე მწერალმა საკუთარი წიგნიდან ნაწყვეტები წაუკითხა მოსწავლეებს, რის შემდეგაც მათ საკუთარი ვარაუდები გამოთქვეს ზღაპრის გაგრძელებისა და დასასრულის შესახებ. შეხვედრის დასასრულს მწერალმა კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა ზღაპრის ჟანრობრივი მახასიათებლები და მოსწავლეებთან ერთად შექმნა რამდენიმე ახალი ზღაპრის სიუჟეტური მონახაზი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203