საბეჭისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო
19-11-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო.

გამოფენა ხელოვნების პედაგოგების რეზო ბერიძისა და ნინელი ვიბლიანის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს.

„18 ნოემბერს სკოლაში მოეწყო ნახატების გამოფენა. გამოფენის მიზანია მოსწავლეს გაუღვივოს ინტერესი ხელოვნების მიმართ და გაიაზროს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი. შეძლოს საკუთარი იდეების, გრძნობების, ემოციების გამოხატვა ნახატის მეშვეობით და შემოქმედებითად ასახონ რეალობა ნამუშევრებში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203