საგვიჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები - რეზი მეგრელიშვილი, ანი სულამანიძე და დავით ქობულია „ეტალონმა“ დააჯილდოვა
19-11-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები - რეზი მეგრელიშვილი, ანი სულამანიძე და დავით ქობულია საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხობელი მოსწავლეებისთვის 18 ნოემბერს გაიმართა. ინტელექტუალურ კონკურსში ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.