გორისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გერმანელ მოხალისეებთან შეხვედრა გამართეს
19-11-2021
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში IX, X  და XI კლასის მოსწავლეებმა გერმანელ  მოხალისეებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.

მოხალისეებმა მოსწავლეებს გერმანული კულტურისა და განათლების შესახებ  ინგლისურ ენაზე უამბეს. პრეზენტაციის დროს წარმოჩენილი იქნა გერმანიის  მატერიალური და არამატერიალური კულტურა, საახალწლო, სააღდგომო და სხვა  ტრადიციები, პოლიტიკა, განათლების კერები.

მოსწავლეებს მიეცათ კითხვის დასმის საშუალებაც მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ნათია შეყლაშვილის ინიციატივით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203