მიქავას თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება ღია სივრცეში გამართეს
19-11-2021
ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა. 

სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შემოდგომა რეგულაციების სრული დაცვით გააცილეს. 

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში მოაწყვეს კუთხე, სადაც შემოდგომის ნობათი დაალაგეს. ისინი ამ ღონისძიებაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ლექსებით და სიმღერებით გააცილეს 2021 წლის ბარაქიანი და უხვი შემოდგომა,  კოვიდრეგულაციების გამო ზეიმი მართლაც უჩვეულო გარემოში ჩატარდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მოსწავლეების ამაღლებული განწყობისთვის. პირიქით, შემოდგომის ზეიმს ძალიან მოუხდა ღია სივრცე, აყვითლებული ჭადრების ფარდა „სცენის უკან“ და „შემოდგომის სიცივეში ეულად გაზრდილი“ გამხმარი ყვავილები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203