„რას ნიშნავს იყო ტოლერანტი“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დისკუსია გაიმართა
19-11-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
აღნიშნულ ღონისძიებაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათი ხელმძღვანელები კი პედაგოგები მარინა თუთბერიძე და იამზე ხაჭაპურიძე იყვნენ.
სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე რას ნიშნავს იყო ტოლერანტი.
„მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მოამზადეს ნახატები, სლოგანები, ვიდეორგოლები, გამართეს პრეზენტაციები. ბოლოს კი მე-10 კლასში გაიმართა დისკუსია თემაზე: „რას ნიშნავს იყო ტოლერანტი“. მოსწავლეებმა ისაუბრეს ტოლერანტობაზე, მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები, სხვადსხვა სიტუაციები, ბოლოს მოამზადეს ვიდეორგოლი“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს