ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
19-11-2021
ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში 16 ნოემბერს ტოლერანტობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები განხორციელდა. მე-2ა კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელ შორენა გიორგაძესა და ინგლისური ენის მასწავლებელ მადლენ გიორგაძესთან ერთად ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქტივობებით გამოიჩინეს თავი.
მოსწავლეების მიერ გამართულ ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელი გულქან შველიძე.
მოსწავლეებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები, მათი კულტურული და ეთნიკური თავისებურებები, სხვადასხვა საშუალებებით წარმოადგინეს.