აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ეპიზოდის გაცნობის შემდეგ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
19-11-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდის - „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“, გაცნობის შემდეგ კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, იზა ვაჩეიშვილის მითითებით მოსწავლეებმა დაამუშავეს ტექსტი, ისაუბრეს მხატვრულ თავისებურებებზე, დაწერეს სტატია თემაზე -„თამარის გამეფება“, გამოფინეს მიხაი ზიჩის ნახატები, მოიძიეს და შეაგროვეს მწერლის შესახებ ინფორმაცია და პრეზენტაცია გამართეს, ბოლოს კი სპექტაკლი - „თინათინის გამეფება“ დადგეს.          

მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ კომპლექსურ დავალებაზე. თითოეულ მათგანი აქტიურად და ხალისით ასრულებდა დავალებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203