„ხარისხიანი განათლება - არა სიღარიბეს!“ - თბილისის N50 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
19-11-2021
თბილისის N50 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა სიღარიბის დაძლევისა და ხარისხიანი განათლების შესახებ პროექტზე იმუშავეს.

პროექტში, რომლის სახელწოდებაცაა „ხარისხიანი განათლება - არა სიღარიბეს“ მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მათ ამ პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ ისაუბრეს. 

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე სახელწოდებით: „ხარისხიანი განათლება - არა სიღარიბეს!“
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, შექმნეს ანალიტიკური ხასიათის თხზულებები და სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მოამზადეს საპრეზენტაციო პლაკატები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203