ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეები საჯარო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ
19-11-2021

ბათუმის N8 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ.

მოსწავლეები ბიბლიოთეკას პედაგოგ ირმა დევაძის ხელმძღვანელობით ეწვივნენ. მათ მასპინძლობა დირექტორის მოადგილემ გაუწია. 

მეოთხეკლასელებისთვის აღნიშნული აქტივობა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.

„მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწია ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ლილი ჭყონიამ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნსაცავი, საბავშვო განყოფილება, ამერიკული კუთხე, მოინახულეს სამკითხველო დარბაზები. გაიმართა საინტერესო დიალოგი. ქალბატონი ლილი პასუხობდა მოსწავლეთა შეკითხვებს. ბავშვებმა გაიხსენეს მათი საყვარელი მწერლების ნაწარმოებები და წიგნის პერსონაჟები. ბიბლიოთეკის ყველა განყოფილებაში დიდი სითბოთი და სიყვარულით ხვდებოდნენ პატარებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203