როდინაულის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა ლაბაძემ, შვეიცარიის შესახებ, საინტერესო და ინფორმაციული დავალება მოამზადა
19-11-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის IXა კლასის მოსწავლე ლიკა ლაბაძემ გეოგრაფიაში საინტერესო და ინფორმაციული დავალება მოამზადა.
მისი თავისუფალი თემის სათაური იყო „მე რომ შვეიცარიაში დავბადებულიყავი“.
ლიკა ლაბაძემ კლასელებს შვეიცარიის ღირსშესანიშნაობები, ბუნება და ზოგადი ინფორმაცია გააცნო.
„სკოლის IXა კლასის მოსწავლე ლიკა ლაბაძემ თავისუფალი თემით - „მე რომ შვეიცარიაში დავბადებულიყავი“, კლასელები გეოგრაფიის გაკვეთილზე უმშვენიერეს და უძლიერეს ქვეყანაში შვეიცარიაში ამოგზაურა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.