ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ქარდავა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
19-11-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ქარდავა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
ხობის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხობელი მოსწავლეებისთვის 18 ნოემბერს გაიმართა. ინტელექტუალურ კონკურსში ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.