ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის დღე აღნიშნეს
19-11-2021
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო. 

მასში მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეები პედაგოგ მაკა ხინთიბიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა თემატური პოსტერები და პრეზენტაციები მოამზადეს. ისაუბრეს ამ თემისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

„სკოლაში, ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, მე-7 და მე-10 კლასებში ჩატარდა თემატური კვირეული. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, შექმნეს ნახატები და თემატური პოსტერები. კვირეულში მოსწავლეები აქტიურად და დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203