წალკის N1 სკოლას, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარჩინებული კურსდამთავრებული ზაზა მიქელაძე სტუმრობდა
19-11-2021

წალკის N1 საჯარო სკოლას, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარჩინებული კურსდამთავრებული ზაზა მიქელაძე სტუმრობდა.

სკოლაში გრძელდება წარმატებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრები და მოსწავლეებისთვის მათი გამოცდილების გაზიარების ტრადიცია.

„საუბრის თემად დღევანდელობისთვის ძალიან აქტუალური - სიძულვილის ენა შეირჩა, პრობლემა, რომელმაც წალეკა რეალური თუ ვირტუალური სივრცე. სტუმარმა ძალიან საინტერესოდ ისაუბრა პრობლემის არსზე, გამომწვევ მიზეზებზე, გადაწყვეტის პრაქტიკებზე და ამ მიმართულებით ხელის შემშლელ ფაქტორებზე. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და მიიღეს პასუხები დასმულ კითხვებზე.

ყველა ვთანხმდებით, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებამ არ უნდა დააზიანოს ადამიანის კიდევ ერთი ფუნდამენტური უფლება - პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა! მადლობა ზაზას ძალიან საინტერესო შეხვედრისთვის!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203