გურჯაანის N4 საჯარო სკოლის გუნდი STEM-ის ვირტუალური ლაბორატორიის შესაძლებლობებს გაეცნო
18-11-2021
გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი გარემოა შექმნილი.
ამჯერად სკოლის გუნდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა და STEM-ის ვირტუალურ ლაბორატორიას გაეცნენ.
„ძალიან საინტერესო და საჭირო ვიზიტი გვქონდა ჩვენი სკოლის გუნდს ბატონი დავით სონღულაშვილის ლაბორატორიაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; სადაც სტემის ვირტუალური ლაბორატორიის შესაძლებლობებს გავეცანით. ძალიან გვიხარია, რომ მალე დავნერგავთ ჩვენს სკოლაშიც, ამისათვის ქმედითი ნაბიჯები დაგეგმილი გვაქვს. მადლობა ბატონ დავითს, ყველაზე საქმიან დეპუტატს, უდიდესი მხარდაჭერისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს