კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოფენა - „შემოდგომის ფერები“, მოაწყვეს
18-11-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლაში საინტერესო და შემოქმედებით აქტივობები ხშირად ტარდება. 

ამჯერად, V კლასის მოსწავლეებმა თავიანთი ნახატების გამოფენა მოაწყვეს. 

გამოფენის თემა „შემოდგომის ფერები“ იყო. 

მოსწავლეებს აღნიშნულ აქტივობაში პედაგოგები ეკა სხირტლაძე და ციური ქიტოშვილი ხელმძღვანელობდნენ.

მოსწავლეებმა გამოფენაში დიდი ხალისითა და მონდომებით მიიღეს მონაწილეობა. მათ თავიანთი შესაძლებლობები და ნიჭი გამოავლინეს. 

სკოლა მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203