ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მუზეუმში ჩაუტარდათ
18-11-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მოსწავლეებს მუზეუმში გაკვეთილი ჩაუტარდათ.
მოსწავლეები მუზეუმში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ქეთევან სიხარულიძესთან ერთად იმყოფებოდნენ.
მათ ექსპონატები დაათვალიერეს, ლიტერატურის შესახებ ისაუბრეს და ნაწაროებების გასაცნობად მოემზადნენ.
მოსწავლეებისთვის აღნიშნული ვიზიტი საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი გამოდგა.
„გაკვეთილი მუზეუმში. „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეაო“ - ილია ჭავჭავაძემ ასე გამოთქვა. თუმცა, ზოგჯერ, ამბობენ, რომ მოუმზადებლად კითხვაც არ ვარგაო. ლიტერატურაზე საუბრისას გამუდმებით უნდა გვახსოვდეს, რომ ის სიცოცხლის ფუნქციაა. ის ადამიანს მეტად შემწყნარებლად გახდომის შანსს აძლევს. და, აი, პატარა პროგრესელები კითხულობენ, საუბრობენ, მსჯელობენ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, მასწავლებელ ქეთევან სიხარულიძის დახმარებით“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს