ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის ეზო სამოქალაქო განათლებისა და ეკოლოგიური კლუბების წევრებმა დაასუფთავეს
18-11-2021
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით ღონისძიებებს აქტიურად ატარებენ.
ამჯერად, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ვექტორის“ და ეკოკლუბ „ესკადას“ წევრები გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალებით სკოლის ეზო დაასუფთავეს.
„აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მიგვეცა მაგალითი, რომ გარემოზე ზრუნვა აუცილებელი და მნიშვნელოვანი თემატიკის მქონე საკითხია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს