ძველი ხიბულის საჯარო სკოლის 6 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა
18-11-2021
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის 6 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მოსწავლეები ლუიზა ზარანდია, ელენე კიტია, ლიზი ქვარაია, ილო ყურაშვილი, ლუკა ზარანდია და თემური ქავთარაძე მონაწილეობდნენ.

18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხობელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხობელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 77 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ხობის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203