„ეტალონმა“ ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიორგი ჭითანავა, ანა დადაჰავა და ბაკური ჯღარკავა დააჯილდოვა
18-11-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიორგი ჭითანავა, ანა დადაჰავა და ბაკური ჯღარკავა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხობელი მოსწავლეებისთვის დღეს, 18 ნოემბერს იმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს