სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
კონკურსის პირველ ტურში შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- თეკლე დურგლიშვილი;
- ტატო ბარნაბიშვილი;
- მარიამი ლათიფაშვილი;
- მარიამ ჯალიაშვილი;
- გიორგი კახეთელიძე;
- ლუკა ფირცხელანი;
- გელა მანჯაფარაშვილი;
- ნინო მანჯაფარაშვილი.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში სიღნაღელი მოსწავლეებისთვის 17 ნოემბერს გაიმართა. ინტელექტუალურ კონკურსში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: