საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური სიგელები გადაეცათ
18-11-2021
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ხობის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები: 

  1. ლუკა კუჭავა;
  2. ბაია შამათავა;
  3. ლუკა გუჯაბიძე;
  4. ზუკა კუჭავა;
  5. მიშა ჭანტურია.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხობელი მოსწავლეებისთვის დღეს, 18 ნოემბერს იმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203