ნაესაკოვოს საჯარო სკოლასთან შერწყმულ გამოღმა კოდორის სკოლაში შემოდგომას ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა
18-11-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლასთან შერწყმულ გამოღმა კოდორის სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა შემოდგომის ზეიმი „შემოდგომა 2021“ მოაწყვეს.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ბავშვებმა საკლასო ოთახი თემატურად გააფორმეს და საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.