ყელქცეულის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს კვირეული მიეძღვნა
18-11-2021
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო ღონისძიებები ხშირად იმართება და ბავშვებიც დიდი აქტიურობით მონაწილეობენ.

ამჯერად სკოლაში ტოლერანტობის კვირეული ჩატარდა. მოსწავლეები იდეის - „ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა მოგექცნენ შენ“ გაერთიანდნენ და სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განახორციელეს.

„ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაციის“, თანახმად (ხელმოწერილია 1995 წლის 16 ნოემბერს პარიზში იუნესკოს წევრი 185 სახელმწიფოს მიერ), ტოლერანტობა „მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა - ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა - სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება“. ტერმინს tolerantia (ლათ.) სემანტიკაში ერთმანეთს კვეთს სამი შინაარსი: 1. მდგრადობა, ამტანობა; 2. შემწყნარებლობა და 3. დაშვება, დასაშვები გადახრა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203