
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არსებულ რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ.
როგორც სკოლის დირექტორი, ოგანეს ჩახალიანი Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რაც სწავლა დასწრებით ფორმატში განახლდა, სკოლა დისტანციურზე არ გადასულა. სკოლის დირექცია ყველაფერს აკეთებს, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.
„4-ოქტომბერიდან სწავლა შეუფერხებლად, დასწრებულ რეჟიმში მიმდინარეობს, ვერიდებით ღონისძიებების ჩატარებას და ვიცავთ ყველა რეგულაციას“,- აღნიშნავს ოგანეს ჩახალიანი.