
სეროფე ბენგოიან-ლევონიანის„ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, შეუფერხებლად, მიმდინარეობს.
სკოლის დირექტორის, ერვანდ ვარდერესიანის თქმით, სკოლის დირექცია ყველაფერს აკეთებს, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.
„დავდივართ სკოლაში, ვატარებთ ღია გაკვეთილებს, ვიცავთ ყველა რეგულაციას და იმედი გვაქვს, რომ ასევე კორონავირუსის შემთხვევების გარეშე დავასრულებთ სწავლას“,- აღნიშნავს ერვანდ ვარდერესიანი.