აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლე რობერტი ქათამაძე ლიტერატურული კლუბის წევრების წინაშე დათო ტურაშვილის წიგნის პრეზენტაციით წარდგა
18-11-2021

12 ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

მე-7 კლასის მოსწავლე რობერტი ქათამაძეს დათო ტურაშვილის წიგნის - „თავისუფალი ნება“ მიმოხილვა ერგო. 

მოსწავლე კლუბის წევრების წინაშე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, რობერტიმ გამოკვეთა ავტორის თვალით დანახული პრობლემები, ციტირებით გადმოსცა მნიშვნელოვანი საკითხები.

კლუბის წევრები მადლობას უხდიან მას წიგნის პრეზენტაციისთვის.

სკოლის ადმინისტრაცია კი მადლობას უხდის, როგორც მოსწავლეებს ასევე მასწავლებელ ირინე გორგაძეს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203