ოკამის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 4-ოქტომბრიდან, დასწრებით რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს
18-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან სასკოლო სივრცეში მიმდინარეობს.

დირექტორის, ოგანეს მღდესიანის თქმით სკოლაში ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა სასკოლო აქტივობებისა თუ ღონისძიებებისგან თავს მაინც იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ბავშვებისა და პედაგოგების ჯანმრთელობას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, რათა საკლასო ოთახებში სწავლა კვლავ ასე შეუფერხებლად გააგრძელონ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203