
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლაში დეკორატიული ხელოვნების დარგის - ვიტრაჟული ნამუშევრების გამოფენის კვირეული გაიმართა.
გამოფენაზე ნამუშევრები წარადგინეს V და VII კლასების მოსწავლეებმა- ნინო და ნანუკა ამბროლაძეებმა.
მოსწავლეთა ნამუშევრები შთამბეჭდავი სანახავია.
სკოლა მადლობას უხდის მათ აქტიურობისა და თავიანთი შრომის წარმოჩენისთვის.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: