თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნუნუ მორალიშვილის ხელმძღვანელობით სახალისო აქტივობა - „პროფესიის დღე“ განახორციელეს.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან პროფესიებზე პრეზენტაცია გააკეთეს. ღონისძიების ფარგლებში პატარებმა ისაუბრეს თუ რატომ არის არჩეული პროფესია მათთვის მნიშვნელოვანი.
ღონისძიებაში თითოეული მათგანი დიდი ინტერესით ჩაერთო და მათთვის სასურველი საქმიანობის შესაფერისი ტანისამოსებიც მოირგეს.