
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში გაკვეთილებს ხარისხის მართვის ჯგუფი აქტიურად ესწრება.
ამჯერად, ჯგუფს მე-10 კლასმა უმასპინძლა.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თამარ აბესაძე-მემარნე ხელმძღვანელობდა, გაკვეთილის თემა კი -„აბო - თბილისის მფარველი წმინდანი“, გახლდათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული.
„მოსწავლეებმა შეაჯამეს ტექსტი, იმსჯელეს პიროვნების მიზანდასახულობასა და მტკიცე ხასიათზე, ერთმანეთისაგან გამიჯნეს ადამიანის „თავისუფალი ნება“ და „ღალატი“ და წარმოადგინეს პრეზენტაციები. მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაღალი! აბო ნამდვილად მაგალითია, სიმტკიცეა, შიშის დაძლევის გზაა!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო: