სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ კლუბ „ოქტაქორას“ წევრები მასწავლებლის სახლს სტუმრობდნენ
18-11-2021
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ ზუსტი და საბუნებისმეტყველო კათედრის კლუბის „ოქტაქორას“ წევრები და ხელმძღვანელი მასწავლებლის სახლს სტუმრობდნენ.
ისინი მასწავლებლის სახლში საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამა „ჩხირკედელას“ ფარგლებში იმყოფებოდნენ.
როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოსწავლეები აღნიშნული ვიზიტით კმაყოფილები დარჩნენ და სურვლი გამოთქვეს, რომ „ჩხირკედელას“ კვლავაც ესტუმრონ.
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ ზუსტი და საბუნებისმეტყველო კათედრის კლუბის „ოქტაქორას“ წევრები (IX და XI კლასის მოსწავლეები), კლუბის ხელმძღვანელი ბელა თოდუა და რუსუდან ფარეხელაშვილი სტუმრობდნენ მასწავლებლის სახლში საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამა „ჩხირკედელას“. მოისმინეს ბატონ ნუგზარ მოსულიშვილის და კახა ჟღენტის ლექცია. მედეა აბრამიშვილის დახმარებით, მოსწავლეებმა თავიანთი ხელით ააწყვეს ჭკვიანი შუქნიშანი და ხმაზე მორიაგირე ნათურა. შედეგი შთამბეჭდავი იყო. მოსწავლეებს სურვილი აქვთ კვლავ ესტუმრნონ „ჩხირკიდელას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს