აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
18-11-2021
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო და შემოქმედებით აქტივობები ხშირად ტარდება. 

ამჯერად, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მეხუთე კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა მასალით ნამუშევრები შექმნეს.

აქტივობას, რომლის დასახელებაც „სინათლე ფანჯრებში“ იყო, პედაგოგი თამთა ნათიძე ხელმძღვანელობდა. მიზანი კი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების პრაქტიკაში გამოყენება იყო.

„მიზანია მოსწავლეს გამოუმუშავდეს სხვადასხვა მასალით ექსპერიმენტის ჩატარების უნარ-ჩვევა, გაუღვივდეს ფანტაზია, განუვითარდეს აპლიკაციის ხერხის გამოყენების უნარი, შეძლოს საკუთარი ნამუშევრის პრეზენტირება აუდიტორიის( კლასის) წინაშე“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203