„გალაკტიონი 130“ - პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტის იუბილეს ღონისძიება მიუძღვნეს
18-11-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება მე-11 კლასელებმა გამართეს.

მოსწავლეებმა გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს. 

„ღონისძიება - „გალაკტიონი 130“ აერთიანებდა პოეტის ბიოგრაფიას, შემოქმედებას, სიყვარულს და მოგონებებს, რომლებიც უფრო ახლოს გვაცნობდნენ დიდ პოეტს.

„გალაკტიონი სულ იყო. ის წარსულიდან კი არ ამოიზარდა ჩვენთვის სხვა ტიტანებივით, არამედ ჩვენ გვერდით ცხოვრობდა, ჩვენთან ერთად, და, შეიძლება ამის გამოც, მისი ზემოქმედება შეუმჩნეველი რჩებოდა დიდი ხნის მანძილზე. ის ჰაერივით შემოდიოდა ჩვენს ცხოვრებაში, ჰაერივით, რომელსაც ვერ ამჩნევ, ვერც გრძნობ, მაგრამ ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია...“ - ოთარ ჭილაძე“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203