ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიდეორგოლი გადაიღეს
18-11-2021
ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIIIბ კლასის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, ვიდეორგოლი მოამზადეს.
სკოლის სააქტო დარბაზში მოსწავლეებისა და მათი დამრიგებლის, ია ბლაგიძის, ორგანიზებით, შეხვედრა მოეწყო, სადაც აღნიშნული ვიდორგოლი უჩვენეს.
პრეზენტაციას სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, ფსიქოლოგი და სოც. მუშაკი ესწრებოდნენ. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ტოლერანტობის შესახებ ისაუბრეს და არსებული ინფორმაცია გაცვალეს.
აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ტოლერანტობის მნიშვნელობის აღქმა-გააზრება და საჯარო გამოსვლის უნარების გამომუშავება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს