კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მაია ხარატიშვილი, ქეთევან მკერვალიშვილი, სოფიკო ელიოზაშვილი და თამუნა დავითაშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.კასპის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში კასპელი მოსწავლეებისთვის 17 ნოემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში კასპის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.