ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ლიტერატურის შესწავლა დიდი ინტერესით დაიწყეს
18-11-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ლიტერატურის შესწავლა დაიწყეს. 

მოსწავლეებს ინგლისურ ლიტერატურას პედაგოგი შონ ბელლი ასწავლის, რომელიც ძვვრის საჯარო სკოლაში დიდი ბრიტანეთიდან, კერძოდ, უელსიდან ჩამოვიდა.

აღნიშნული საკითხის სწავლა მოსწავლეება დიდი ინტერესითა და მონდომებით დაიწყეს. 

„ამასობაში ინგლისის შიდა საქმეებში დავიწყეთ „ჩარევა“. ლიტერატურით დავიწყეთ, ყოჩაღი ინგლისურის „მასწი“ შონ ბელი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203