თბილისის N48 სკოლის II კლასის მოსწავლეები გაეცნენ, თუ როგორ იქმნება მათი საყვარელი სათამაშოები
თბილისის N48 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა რძისგან პლასტმასი შექმნეს.
პლასტმასი მოსწავლეებმა პედაგოგ ეკატერინე მურჯიკნელის ხელმძღვანელობით შექმნეს.
მეორეკლასელები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ გაიგეს თუ როგორ იქმნება საღამაშოები და ამასთან ერთად, ისინი დამოუკიდებლად დაამზადეს.
პროექტის საბოლოო პროდუქტი პლასტმასის ნივთი იყო.
„ამ არაჩვეულებრივი პროექტით მოსწავლეები გაეცნენ, თუ როგორ იქმნება მათი საყვარელი სათამაშოები და დამოუკიდებლად შეძლეს მათი დამზადება“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: