ცხრაწყაროს საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
17-11-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში კეთილმოეწყობა სკოლის ეზო და სპორტული მოედანი.

სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სასწავლო პროცესი სავარაუდოდ მიმდინარე წელს რეაბილიტირებულ შენობაში განახლდება.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის დიდი მოტივაცია იქნება კეთილმოწყობილ სკოლაში სწავლა და მათ აკადემიურ მოსწრებაზე კიდევ უფრო დადებითად აისახება.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203