სამთავისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ ონლაინ სიგელები გადაეცათ
17-11-2021
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ვასილი ხალიბეგაშვილი, ლილი ბერიანიძე, გვანცა გამხიტაშვილი, დათო ზოზრაშვილი და მალხაზ მცხვეთაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

კასპის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში კასპელი მოსწავლეებისთვის 17 ნოემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში კასპის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203