ჩაქვის N1 სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
17-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება და მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, აქტივობები თემაზე - „რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება სკოლაში“, ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი შეხედულებები გადმოსცენ და ტოლერანტობის დადებითი მნიშვნელობა მათ მიერ შექმნილ ნახატებში გადმოსცეს.