„XXI საუკუნის ეკო-სოფელი და საქალაქო დასახლება“ - ქსოვრისის საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
17-11-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მე-9 კლასში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფარგლებში პროექტი „XXI საუკუნის ეკო-სოფელი და საქალაქო დასახლება" განხორციელდა. მოსწავლეები პროექტში პედაგოგის ნათია ბახტაძის ძალისხმევით ჩაერთნენ.
დღეს ეკოლოგიური პრობლემები თანამედროვე მსოფლიოს გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს, რაშიც ეკოლოგიურ მშენებლობასა და ქალაქგეგმარებას დიდი როლი ეკისრება. პროექტის მომზადებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. მათ სოფლისა და ქალაქის დასახლებებისთვის სხვადასხვა ტიპის მაკეტები შექმნეს.
განსაკუთრებით გამოირჩეოდა მარიამ ჯარმელიშვლის ნაშრომი ქალაქის ეკოლოგიური უბნის ხედვით და მეგი ლოხიშვილის პროექტი - ეკო სოფლის მაკეტით, სადაც უპირატესობა მიენიჭა მწვანე სივრცის ჩვენებას მყუდრო და ფერადი დაბალსართულინი შენობებით.
უახლოეს მომავალში იგეგმება გასართობი პარკების საკონცეფციო მაკეტების შექმნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს