დაბა თამარისის საჯარო სკოლის მეორეკლასელებისთვის შემოდგომის თემატიკაზე ვიქტორინა ჩატარდა
17-11-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

პედაგოგ ნათია მელაძის ხელმძღვანელობით მეორე კლასში ვიქტორინა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე შესწავლილი მასალიდან შეკითხვებს უპასუხეს.

ვიქტორინის ბოლოს კი ნიჭიერმა პატარებმა ლექსებიც წაიკითხეს.

სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მოსწავლეებისთვის დღემ სასიამოვნოდ და სახალისოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203