ხირსის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესით ჩაერთნენ
17-11-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

17 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში სიღნაღელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა სიღნაღელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 69 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „სიღნაღის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203