190 სკოლა და 442 კლასი ონლაინზეა - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა
17-11-2021

ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 4 732 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ​დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.33%-ია,  ხოლო გამოჯანმრთელდა 4 812 პირი.

რა ვითარებაა ვირუსის გავრცელების მხრივ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში? - განათლების სამინისტროს მიერ etaloni.ge-სთის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზეა 190 სკოლა და 442 ცალკეული კლასი. „პანდემიის მართვა წერტილოვნად გრძელდება“, - აცხადებენ ოფიციალურ უწყებაში.

სხვათა შორის, სკოლებში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა, რადგან დაახლოებით 10 დღის წინ დისტანციურ სწავლებაზე 172 სკოლა და 408 ცალკეული კლასი იყო.

იხილეთ ასევე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203