„ჩვენ ტოლერანტები ვართ“ - ლაჯანის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმართა
17-11-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

სკოლაში აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. 

მოსწავლეებმა დაწერეს ესსეები, მოხატეს კედელი, უჩვენეს ფილმი გადაიღეს ვიდეო და გამოფენა მოაწყვეს. 

მათ, ასევე ტოლერანტობასთან დაკავშირებით დამზადებული ბუკლეტები თემში დაარიგეს.

„სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განახორციელეს სხვადასხვა ღონისძიებები: მოაწყვეს გამოფენა და მოხატეს კედელი, გამართეს ფილმის ჩვენება, დაწერეს ესსეები ტოლერანტობაზე, დაამზადეს ბუკლეტები და გაავრცელეს თემში, გადაიღეს ვიდეო „ჩვენ ტოლერანტები ვართ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203