შუბნის საჯარო სკოლისა და ბიბლიოთეკის ერთობლივ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფელი“ განიხილეს
17-11-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლისა და შუბნის ბიბლიოთეკის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფელი“ დიდი მონდომებით განიხილეს. მათ ასევე შეასრულეს მუსიკალური ნომრები და ისაუბრეს ზოგადად, წიგნის მნიშვნელობის შესახებ.

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი ბიბლიოთეკარი შალვა ფუტკარაძე იყო. 

„10 ნოემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლისა და შუახევის კულტურის სახლის შუბნის ბიბლიოთეკის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე განხილულ იქნა ლუკა რაზიკაშვილის მოთხრობა „ხმელი წიფელი“ და შესრულდა მუსიკალური ნომრები.
ღონისძიებას ორგანიზატორობა გაუწია ბიბლიოთეკარმა შალვა ფუტკარაძემ.
ღონისძიება გაიმართა რეგულაციების დაცვით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203