ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელებით დაჯილდოვდნენ
17-11-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თორნიკე ყიფშიძე,  სანდრო ყიფშიძე და ანი ჭანკვეტაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ჭიათურელი მოსწავლეებისთვის გაიმართა. ინტელექტუალურ კონკურსში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203